Saturday, July 2, 2016

ინტელის პროექტი




კურსის რეფლექსია
ტრენინგზე მუშაობისას გავეცანი მოდულებს.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. შევადგინე დროში გაწერილი შეფასების ფორმები.ჩემს მიერ არჩეული პროექტისათვის გავეცანი პრეზენტაციის მომზადების წესებს და  ნიმუშებს.შევქმენი პროექტის პრეზენტაცია.ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები. რა სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს უნდა ვიცავდეთ მასალების გამოყენების დროს.შევადგინე პროექტის თემასთან დაკავშირებული  მოსწავლის სასწავლო ნიმუში.ტრენინგის ბოლო დღეს ტრენერის დახმარებით ავკრიბე ბლოგზე და გავუზიარე კოლეგებს.
ტრენინგი ჩემთვის საინტერესო იყო. აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებაში.

Sunday, September 22, 2013

კუთხური მეტყველება

1. პროექტის სახელწოდება: დამახინჯებული სიტყვები და გამოთქმები.
2. პროექტის მთავარი იდეა: ვწეროთ და ვისაუბროთ გრამატიკული ნორმების დაცვით.
3. პროექტის აქტუალობა: დისკუსიების გამართვა მოძიებულ საკითხზე, ლიტერატურულ ნაწარმოებებში სათანადო მაგალითების მოძიება, ესეების დაწერა, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის შედგენა.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ დამახინჯებულ სიტყვებსა თუ გამოთქმებს, დააკვირდებიან, გამართავენ გრამატიკულად. გამოიკვლევენ რომელი მეტყველებენ თვიანთ ნაწერებში კუთხურად. მოიძიებენ მაგალითებს, მოძიებული მაგალითებით შეადგენენ ლექსიკონს, სადაც განმარტებული იქნება ეს სიტყვები დადაწერილი იქნება გრამატიკული ნორმების დაცვით.
5. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გააუმჯობესებენ მეტყველების კულტურას..
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ლიტერატურა, იტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა:  დისკუსიების გამართვა მოძიებულ საკითხზე, ლიტერატურულ ნაწარმოებებში სათანადო მაგალითების მოძიება, ესეების დაწერა, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის შედგენა.
10. საგნებთან კავშირი: ქართულ ლიტერატურაში-გაიმდიდრებენ ენის ლექსიკურ მარაგს. გეოგრაფიაში-დააკვირდებიან რა შესაბამისობაა სიტყვებსა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას შორის.
11. პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან ქუთათელაძე-ცაგარეიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: kutateladzetsagareishvili@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: https://www.blogger.com